top of page
Search

რატომ ჭირდება მუსიკოსს მენეჯერი?


მუსიკალურ ინდუსტრიაში თამაშის წესები ძალიან სწრაფად იცვლება, თუ მაგალითად 60-70-იან წლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები 5-10 წელიწადში ერთხელ ხდებოდა, თანამედროვე ეპოქაში ტემპი ბევრად უნდა აჩქარებულია და შეიძლება ითქვას ახალი ტრენდები ყოველწლიურად ფორმირდება, ამ ყველაფერს კი იქითკენ მივყავართ რომ მუსიკოსის წარმტებისთვის ბევრად უფრო მეტი “არამუსიკალური” საქმის კეთებაა საჭირო, მაგალითად თუ 80-იან წლებში რამოდენიმე რადიოში ტრეკის გაჟღერებას დიდი პოპულარობის მოტანა შეეძლო, დღეს ეს ასე აღარაა და არტისტს ძალიან ბევრი მიმართულებით უწევს სამუშაოს გაწევა. Სწორედ ამიტომ, ვფიქრობ არტისტ მენეჯერის საჭიროება დღევანდელ ინდუსტრიაში ისე დგას როგორც არასდროს. “ყველა წარმატებული არტისტის უკან წარმატებული მენეჯერი დგას” ამ ფრაზას ხშირად შევხვდებით უცხოურ მუსიკალურ ბლოგებსა და ჟურნალებში, რა თქმა უნდა შეიძლება გარკვეულ ეტაპზე არტისტმა წარმატებას დამოუკიდებლადაც მიაღწიოს, თუმცა კარიერაში აუცილებლად დგება მომენტი როდესაც მენეჯერის ჩართვა აუცილებელი ხდება, თუ რატომ, ამაზე ქვემოთ ვისაუბრებ.

ვინ არიან მენეჯერები და რა ფუნქციები შეიძლება ქონდეთ მათ

არტისტ მენეჯერი მუსიკოსის/ბენდის პროფესიონალი წარმომადგენელია, მენეჯერი ეხმარება არტისტს კარიერის დაგეგმვაში, ყოველდღიურ საქმიანობაში, მესამე პირებთან ურთიერთობაში და ა.შ მენეჯერის მთავარი მიზანია რომ არტისტმა მაქსიმალურად მეტი დრო დაუთმოს შემოქმედებით პროცესს და ნაკლებად დაკავდეს რუტინული საქმიანობით.

რაც შეეხება მენეჯერის ფუნქციებს, ეს ჩამონათვალი ძალიან დიდია, აქედან გამომდინარე, რაც უფრო წინ მიდის არტისტის კარიერა, მით უფრო მეტი ადამიანის ჩართულობა ხდება საჭირო, სწორედ ამიტომ მუსიკალურ ბაზარზე გამოჩდნენ არტისტ მენეჯმენტ კომპანიები რომლებსაც ყველა მიმართულებით ყავთ პროფესიონალი კადრები და მუშაობის შედეგიც გაცილებით ეფექტურია. მაგალითისთვის, საშუალო დონის ევროპელი/ამერიკელი არტისტის მენეჯმენტზე შეიძლება 5-10 ადამიანი მუშაობდეს, პიარ მენეჯერი, ტურ მენეჯერი, იურისტი, ფინანსისტი და ა.შ თანამედროვე ინდუსტრიაში შეიძლება ითქვას აღარ არსებობს მუშაობის დადგენილი საზღვრები, მენეჯმენტ კომპანიები ხშირად ითავსებენ გამომცემლების, დისტრიბუტორების და ლეიბლების ფუნქციებს, ხშირ შემთხვევაში ზუსტად ამ სერვისების მიხედვითაა დადგენილი არტისტის და მენეჯმენტის თანამშრომლობის ფინანსური მოდელები.


ფინანსური მოდელები თუ მაგალითად ე.წ day to day მენეჯერები რომლებიც მხოლოდ არტისტის ყოველდღიური ტექნიკური/ლოჯისტიკური და სხვა საქმეებითაა დაკავებული საშუალოდ არტისტის შემოსავლის 15-30%-ს იღებს, მენეჯმენტ კომპანიები რომლებიც არტისტის ბრენდინგზე, პიარზე, კარიერის დაგეგმვაზე და კიდევ სხვა მიმართულებებზეც მუშაობენ ზოგჯერ შემოსავლის 70%-საც კი იღებენ, ეს ერთი შეხედვით ძალიან დიდი პროცენტია მაგრამ ძალიან ბევრ მუსიკოსს უღირს ამ პროცენტის გადახდა, კარგი მენეჯმენტ კომპანია ნიშნავს უფრო მეტ შემოსავალს, მეტ პოპულარობას და ა.შ უხეშად რომ ვთქვათ, არტისტი რომელიც 70%-ს მენეჯმენტს უხდის, ხშირ შემთხვევაში წლიურად ბევრად მეტს გამოიმუშავებს ვიდრე ის ვინც მხოლოდ 15-30%-ს. Რა თქმა უნდა რთულია იმის განსაზღვრა თუ რომელი ფინანსური მოდელი უფრო მომგებიანია არტისტისთვის, ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია ინდივიდუალური მიდგომა, მაგალითად შეიძლება რომელიმე ქართულ ბენდს რომელსაც ქვეყნის შიგნით მეტ-ნაკლებად წარმატებული კარიერა აქვს მხოლოდ day to day მენეჯერი ჭირდებოდეს მაგრამ შეიძლება შეთავაზება მიიღოს უცხოური მენეჯმენტ კომპანიისგან და ევროპულ ბაზარზე პოპულარიზაციის სანაცვლოდ მზად იქნება რომ მაღალი პროცენტიც დათმოს.


მენეჯერის მუშაობა ყოველთვის კარგად არ აისახება არტისტის კარიერაზე, იშვიათად მაგრამ მაინც გვქონია შემთხვევები, მათ შორის საქართველოშიც როცა მუსიკოსის/ბენდის წარუმატებლობა დიდწილად მენეჯერის დამსახურება იყო, სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თუ







როგორ შევარჩიოთ მენეჯერი ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია მენეჯერს მოწონდეს თქვენი შემოქმედება, ერკვეოდეს და კავშირები ქონდეს თქვენს ჟანრში მოღვაწე სუბიექტებთან (ფესტივალები, ბუქინგ აგენტები და ა.შ) შეიძლება იყო კარგი მენეჯერი ელექტრონული მუსიკის მიმართულებით მაგრამ დიდ წარმატებას ვერ მიაღწიო ინდი ბენდის მენეჯმენტში და პირიქით. Ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მენეჯერი იყოს გამოცდილი მაგრამ ამავდროულად, არ უნდა იყოს ძალიან დაკავებული, არსებობენ მენეჯერები რომლებიც ერთდროულად 4-5 არტისტთან მუშაობენ და ხშირ შემთხვევაში საკმარის დროს ვერცერთს ვერ უთმობენ, ამას ჩემი აზრით ჯობია გყავდეს ნაკლებად გამოცდილი მაგრამ მოტივირებული, უფრო მეტი დროის მქონე მენეჯერი.


კონტაქტების მნიშვნელობა ყველაზე მნიშვნელოვანი კი ალბათ კონტაქტების ქონაა, რაც არ უნდა მოტივირებული იყოს მენეჯერი, ძალიან გაუჭირდება წარმატების მიღწევა შესაბამისი კონტაქტების გარეშე, საქართველოში ხშირად ბრაზდებიან ამ ფაქტზე, ამბობენ რომ ნიჭიერება არ ფასდება და ბევრი წარმატებას ნეპოტიზმის ხარჯზე აღწევს მაგრამ რაზეც მე ვსაუბრობ “ნეთვორქინგია” და არა ნეპოტიზმი. შეიძლება ცუდად ჟღერდეს მაგრამ სამწუხაროდ თანამედროვე ეპოქაში მხოლოდ ნიჭიერებით ძალიან რთულია რამეს მიაღწიო, საჭიროა რომ შენი შემოქმედება სწრაფად მივიდეს ისეთ ხალხთან ვისაც არტისტის კარიერაში სასიკეთო ცვლილებების მოტანა შეუძლია.


ბუნებრივია კარგი არტისტ მენეჯერის პოვნა ადვილი არაა, იქიდან გამომდინარე რომ მენეჯერების შემოსავალი უმეტეს შემთხვევაში არტისტის შემოსავალზეა დამოკიდებული, კარიერის საწყის ეტაპზე რთულია გამოცდილი მენეჯერის დაინტერესება, თუმცა შეგვიძლია გამოვყოთ რამოდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი რაც მენეჯერების ყურადღების მისაქცევად გამოგვადგება.


  • ეცადეთ პირველი წარმატება თავად მოიპოვოთ, საბედნიეროდ საქართველოში ეს არც ისე რთულია, იქიდან გამომდინარე რომ მუსიკალურ ბაზარზე დიდი კონკურენცია არაა, მცირედი წარმატებაც უკვე თვალშისაცემია. Არსებობს პატარა ბარები სადაც კონცერტების გაკეთება შეგიძლიათ, სოციალური მედიის “დასაბუსტად” ბევრად უფრო ნაკლები რესურსი გჭირდებათ ვიდრე სხვა დიდ ქვეყანაში დაგჭირდებოდათ, მუსიკალური გადაცემები, ონლაინ ჟურნალები და ა.შ, თავდაპირველი “სახელის შესაქმნელად” შეიძლება ითქვას საქართველოში ყველა პირობაა შექმნილი.

  • აჩვენეთ რომ ხართ მოტივირებული, არც ერთ მენეჯერს არ უნდა ზარმაც არტისტთან მუშაობა, მნიშვნელობა არ აქვს რამხელა წარმატებას აღწევ, არტისტი ყოველთვის უნდა იყოს შრომისმოყვარე, ისეთი მუსიკოსი რომელსაც მუშაობა არ უყვარს განწირულია წარუმატებლობისთვის, მაქსიმალურად ეცადეთ წარმოაჩინოთ რომ მუსიკა ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენთვის და მზად ხართ წარმატების მისაღწევად ყველაფერი გაიღოთ.

  • ყავით ლოიალური, არტისტ მენეჯერების უმეტესობა ამბობს რომ ეს პროფესია ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელია, ხშირია შემთხვევები როცა წარმატების მიღწევის შემდეგ მუსიკოსებს უჩნდებათ განცდა რომ ეს მხოლოდ მათი დამსახურებაა და მენეჯერებს ამაში დიდი წვლილი არ მიუძღვით. Მენეჯერისთვის კი მნიშვნელოვანია იცოდეს რომ არტისტი მის მუშაობას აფასებს, ენდობა და წარმატების მიღწევის შემდეგ ზურგს არ შეაქცევს.

  • ცადეთ იყოთ გამორჩეული, მუსიკალურად, იმიჯურად და ა.შ ძალიან რთულია მიიპყრო მენეჯერის ყურადღება თუ შენში არაფერი განსაკუთრებული არაა, არიან არტისტები რომლებსაც განსხვავებული, უნიკალური ჟღერადობის მუსიკა აქვთ, არიან ისეთებიც რომელთაც უნიკალური სტილი/იმიჯი აქვთ, ზოგს განსაკუთრებული ისტორია და ა.შ. Ეცადეთ თქვენც იპოვოთ ის განმასხვავებელი ნიშა რაც დამახასიათებელი იქნება მხოლოდ თქვენთვის და მენეჯერების ყურადღების მიქცევაც ბევრად უფრო ადვილი გახდება.



რტისტის როლი მენეჯმენტში

კარგი მენეჯერის ყოლა არ ნიშნავს რომ არტისტი მენეჯმენტში არ უნდა ჩაერიოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ მხოლოდ მენეჯერი გყავთ და არა მთელ გუნდი. Ერთი ადამიანისთვის ძალიან რთულია ყველა იმ საქმის საფუძვლიანად კეთება რასაც არტისტის მენეჯმენტი მოიცავს, აქედან გამომდინარე, გარკვეულ დონეზე, თუნდაც მხოლოდ თავისუფალ დროს, მუსიკოსის ჩართულობა აუცილებელია. მაგალითად არის შემთხვევები როცა კონცერტის Facebook ივენთს მუსიკოსები ნორმალურად არც კი აზიარებენ, ამის პარალელურად კი არის მეორე კატეგორია რომელიც აქტიურადაა ჩართული ივენთის პიარში, აზიარებს, იწვევს მეგობრებს , სთხოვს მათაც გაზიარებას და ა.შ. Არტისტის ჩართულობა არამხოლოდ კონკრეტული პროექტისთვის უკეთესი შედეგის მისაღწევადაა კარგი, არამედ აუმჯობესებს გუნდურობას, სამუშაო გარემოს და მენეჯერსაც უფრო მოტივირებულს ხდის.



თვითმენეჯმენტი

ბოლოს მინდა თვითმენეჯმენტსაც შევეხო, არიან არტისტები რომლებმაც გარკვეულ ეტაპამდე წარმატებას მენეჯერების დახმარების გარეშე მიაღწიეს, ეს რა თქმა უნდა შესაძლებელია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ბენდთან/ჯგუფთან გვაქვს საქმე სადაც რამოდენიმე ადამიანია და თავისუფლად შეიძლება საქმეების გადანაწილება. Მაგალითად შეიძლება ერთ-ერთ წევრს სოც. Მედიის მართვა დაევალოს, სხვას ტექნიკური მენეჯმენტი, რაიდერების შეთანხმება დამკვეთთან, აპარატურის მოწესრიგება და ა.შ რომელიმეს დამკვეთთან მოლაპარაკება და ფინანსურ/იურიდიული საკითხები და ა.შ. ზოგადად 99% შემთხვევაში, არტისტს კარიერის დასაწყისიდანვე მენეჯერი არ ყავს და გარკვეულ ეტაპამდე თვითონ უწევს კარიერის დაგეგმვა/მართვა, შესაბამისად აუცილებელია რომ გარკვეული ცოდნა თავადვე ქონდეს. პირველ რიგში ვფიქრობ აუცილებელია მინიმუმ საბაზისოდ ვერკვეოდეთ ტექნიკურ ფროდაქშენში, კარიერის საწყის ეტაპზე შეიძლება ისეთ კონცერტებზე მოგიწიოთ დაკვრა სადაც ტექნიკურ რაიდერს სრულად ვერ დაგიკმაყოფილებენ, არ დაგხვდებათ კარგი ხმის რეჟისორი და ა.შ, მქონია შემთხვევა როცა ჩემს არტისტებს თავად შეუერთებიათ აპარატურა და მეტიც, ხმაც თვითონ გაუსწორებიათ, რა თქმა უნდა ეს არტისტის საქმე ნამდვილად არაა მაგრამ როგორც ავღნიშნე შესაძლოა ასეთი შემთხვევების წინაშე აღმოჩნდეთ და უმჯობესია თუ ამისათვის მზად იქნებით.

Ასევე ძალიან კარგი იქნება თუ გარკვეული ცოდნა/გამოცდილება სოციალური მედიის მიმართულებითაც გექნებათ.

დღეს-დღეობით უამრავი ონლაინ კურსი (მათ შორის უფასო) არსებობს რომ სოც.მედიის საბაზისო დონეზე შესწავლა პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს, ეს დაგეხმარებათ გქონდეთ აქტიური და საინტერესო გვერდი რაც არტისტის კარიერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ნამდვილდ არ გაწყენდათ საავტორო უფლებებში გარკვევაც, ეს ისეთი საკითხია რომლის საჭიროებაც მუსიკის შექმნაზე მუშაობის დაწყებისთანავე დგება, აუცილებელია იცოდეთ თქვენი უფლებები რათ იყოთ დაცული, ამ მიმართულებით პირველ ნაბიჯად შეგიძლიათ ჩვენს ბლოგს გაეცნოთ, მიიღოთ მონაწილეობა საავტორო სამართლის ლექცია/სემინარებში და ა.შ ბოლოს მინდა ერთი რჩევაც მოგცეთ, მიმოიხედეთ თქვენს გარშემო, შეიძლება არაერთი ნიჭიერი მეგობარი გყავთ, რომელიღაც შეიძლება კარგი ფოტოგრაფია, რომელიღაც, გრაფიკული დიზაინერი, სოც.მედია მენეჯერი და ა.შ. Კარიერის საწყის ეტაპზე პატარ-პატარა დახმარება შეიძლება ყველამ გაგიწიოთ, ამიტომ ეცადეთ თქვენი “მეგობრების გუნდი” შემოიკრიბოთ.



177 views0 comments

Comments


bottom of page