როგორც Spotify-ის შიდა სარედაქციო ფლეილისტებისთვის თქვენი მუსიკის გაგზავნა, ასევე თქვენს შესახებ ბლოგებსა თუ კურატორებთან ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანი პროცესი და შესაძლებლობაა ფართო აუდიტორიასთან წვდომისთვის.
როდესაც თქვენი მუსიკის შესახებ ინფორმაციას აგზავნით, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ და პატივი სცეთ კურატორის დროსაც. დაიწყეთ იმის გარკვევით, თუ რა სახის მუსიკას ანიჭებენ ისინი უპირატესობას, რათა დარწმუნდეთ რომ თქვენი კომპოზიცია ერგება მათ ფლეილისტს და გემოვნებას.
მას შემდეგ რაც თქვენთვის საჭირო გვერდის საკონტაქტო დეტალებს მოიძიებთ, დაიწყეთ შეტყობინების პერსონალიზება, კურატორებს მიმართეთ სახელდებით და შეაქეთ მათი მუშაობა.
ნათლად მონიშნეთ თქვენი მუსიკის მთავარი ასპექტები - ჟანრი, სტილი და პერსონალური მუსიკალური ისტორია. რაც უფრო მეტ დროს დაუთმობთ ამ პროცესს, უფრო მეტი შანსია რომ დამატებითი მსმენელი შეიძინოთ.
მნიშვნელოვანია, რომ თან დაურთოთ თქვენი მუსიკის ბმულები და ასევე ელექტრონული პრეს კიტი, სადაც მუსიკალური კარიერის მნიშვნელოვანი მომენტები იქნება აღბეჭდილი.
რჩევა: Spotify-ის ანგარიშის საძიებო ველში, დაიწყეთ Gmail.com ან Hotmail.com-ის ძებნა, რათა მოძებნოთ დამოუკიდებელი ფლეილისტების მფლობელთა საკონტაქტო ინფორმაცია.
თქვენი გზავნილის მესიჯი პროფესიონალურად უნდა გამოიყურებოდეს და მიჰყვებოდეს კურატორის გზამკვლევს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). კარგად ჩაფიქრებული და დამუშავებული აპლიკაცია, ზრდის თქვენს შანსებს რომ მოხვდეთ ფლეილისტში.
იმუშავეთ მხოლოდ სანდო ფლეილისტების კურატორებთან და საიტებთან
მიუხედავად იმისა რომ უამრავი ფლეილისტების კურატორი არსებობს, რომლებიც თქვენს მუსიკას გულთან ახლოს მიიტანენ, მაინც ფრთხილად უნდა იყოს პოტენციურ ფროდულ ან სარისკო გარიგებასთან.
თავი რომ დაიცვათ Spotify-დან ჩამოხსნისგან, თვალი ადევნეთ ფლეილისტის ზრდის სტატისტიკას და იმას, თუ რამდენად თანმიმდევრულად და ხშირად ახლდება ფლეილისტები ახალი კომპოზიციებით.
Spotify-ის მსგავს სტრიმინგ სერვისებს საკმაოდ მკაცრი რეგულაციები გააჩნიათ არაკეთილსინდისიერ ფლეილისტების ავტორებთან და ასევე მათთან ასოცირებულ მუსიკოსებთან, მათ შორის არის რისკი, რომ სრულიად წაიშალოს თქვენი ანგარიში პლატფორმიდან - ასე რომ ეს რისკი გაუმართლებელია.
მას შემდეგ რაც ზოგადი რჩევები უკვე მოგეცით, ქვემოთ გიზიარებთ დამოუკიდებელი ფლეილისტების სანდო სერვისებს, რომლებიც სწორ პოზიციონირებაში დაგეხმარებიან:
მუსიკალური ბლოგი და ფლეილისტის კურირების გვერდი, რომელიც დამოუკიდებელ და ახალი არტისტების აღმოჩენაზეა ორიენტირებული
აღნიშნული პლატფორმა დამოუკიდებელ არტისტებს ფლეილისტების კურატორებთან, ბლოგერებთან და ინფლუენსერებთან აკავშირებს
ეს სერვისი დამოუკიდებელ არტისტებს ფლეილისტების კურატორებთან სხვადასხვა სტრიმინგ პლატფორმაზე აკავშირებს
Soundcampaign ეხმარება მუსიკოსებს რომ მათ ხმა კურატორებს მიწვდეს, მეორე მხრივ კი ამ უკანასკნელებს სპეციალური ჯილდოებით ამკობს ახალი მუსიკის აღმოჩენისთვის
Soundplate-იც ასევე სერვისია რომელიც არტისტებსა და კურატორებს აკავშირებს
Daily Playlist ვებ-გვერდია, რომელიც მუსიკალური ენთუზიასტების დამოუკიდებელ ფლეილისტებს აზიარებს
Comments