top of page
უფლებების-მართვა.jpg

უფლებების მართვა

საავტორო უფლებების და შესაბამისი შემოსავლების მართვა თქვენი მუსიკალური კარიერის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, ვინაიდან სწორედ ეს პროცესი ქმნის თქვენი, როგორც მუსიკის ავტორის, შემსრულებლის ან უფლებების მქონე პირის ფინანსურ ფუნდამენტს.
 

Bloom Music-ის გუნდს საავტორო უფლებების მართვაში ხანგრძლივი გამოცდილება გააჩნია. ჩვენ ვეხმარებით უფლებების მფლობელებს თავი დაიცვან საკუთარი შემოქმედების უკანონო გამოყენებისგან და მოახდინონ შემოსავლების მაქსიმიზაცია.  საავტორო უფლებებით დაცული ჩანაწერების ლიცენზირება ჰონორარის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა, რომელსაც ჩამწერი სტუდიები, არტისტები, მუსიკოსები და კომპოზიტორები იღებენ. მუსიკალური ინდუსტრია სწორედ ამ პროცესების გამართულ ფუნქციონირებაზე დგას და უკიდურესად მნიშნელოვანია, რომ ისინი კანონის შესაბამისად გროვდებოდეს და მიდიოდეს შესაბამის პირებთან. მსგავსი შემთხვევები შესაძლებლობას გაძლევთ მიიღოთ დამატებითი შემოსავალი თქვენი მუსიკის გამოყენებისგან ისეთ მედიუმებში როგორიცაა ფილმები, სარეკლამო კლიპები თუ ვიდეო თამაშები.

2023 წლის ივლისიდან, Bloom Music  მსოფლიოს ნომერ პირველი მუსიკალური გამომცემლის, Sony Music Publishing-ის და მისი ინდუსტრიაში ლიდერი სპეციალიზირებული მუსიკის ბიზნესის, Extreme Music-ის ექსკლუზიური პარტნიორი გახდა საქართველოში.

Sony Music Publishing-ის პოლონეთის ოფისთან პარტნიორობა მოიცავს სინქრონიზაციის ფლებას და საშუალებას მისცემს ქართულ სარეკლამო სააგენტოებს, სატელევიზიო სტუდიებს და კინო ინდუსტრიის წარმომადგენლებს აიღონ ლიცენზია და შეარჩიონ შესაბამისი მუსიკა თავისი პროექტებისთვის უდიდესი მუსიკალური გამომცემლისა და სპეციალიზირებული მუსიკის კატალოგებიდან.

ჩვენი სერვისები



 

  • ტელე, კინო, სარეკლამო და სხვა „ფროდაქშენ“ კომპანიებთან მოლაპარაკება თქვენი მუსიკალური ნაწარმოების რეპროდუცირებაზე (სინქრონიზაცია), პირობების და ჰონორარის შეთანხმება.

  • თქვენი მუსიკალური ნაწარმოების ნოტების გამოყენებაზე პირობების და ჰონორარის შეთანხმება.

  • მუსიკალური ნაწარმოების გამოყენების მონიტორინგი.

  • ნებართვის გარეშე გამოყენების აღკვეთა და კომპენსაციის გადახდის უზრუნველყოფა.

bottom of page