top of page
Search

7 პლატფორმა მუსიკოსის ვებ-გვერდის შესაქმნელად





კარგად შექმნილი ვებ-გვერდი, ეხმარება მუსიკოსებს საკუთარი შემოქმედების და ბრენდის წინ წამოწევაში, ასევე იმაში რომ გაყიდონ მერჩი და ჰქონდეთ ფანებთან აქტიური კომუნიკაცია. მუსიკოსებს შეუძლიათ,აუდიო, ვიდეო და ფოტო კონტენტის ინტეგრაცია მარტივად მოახდინონ. იდეალური პლატფორმები კი დამატებით ინსტრუმენტებსაც შემოგთავაზებენ, რომლებიც მუსიკის, მერჩისა და ბილეთების გაყიდვის შესაძლებლობას მოგცემთ.

არასწორი ვებ-გვერდის შექმნის პლატფორმის არჩევის შემთხვევაში, ბლომად დროს, ფულსა და ენერგიას დაკარგავთ, საბოლოო შედეგი კი არ დაგაგმაყოფილებთ.

რატომ ჭირდებათ მუსიკოსებს ვებ-გვერდი?

დღევანდელ ციფრულ სამყაროში, ცალკე გამოყოფილი მუსიკოსის ვებ-გვერდი მნინიშვნელოვანი ნაწილია კარიერის სწორად დაგეგმვასა და ფანებთან კომუნიკაციისთვის.

„ციფრული აღმოჩენა“

ინტერნეტმა შეცვალა გზები, თუ როგორ ხდება ახალი ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენა. ისეთი პლატფომები, როგორიცაა Spotify და Soundcloud ეხმარება მუსიკოსებს საკუთარი შემოქმედება პირდაპირ გაუზიარონ პოტენციურ ფანებს. ცალკე გამოყოფილი ვებ-გვერდი კი ყველა თქვენს პოტენციურ ფანს ერთიან სივრცეს უქმნის. 2010 იანების დასაწყისში, უამრავმა ახალგაზრდა მუსიკოსმა გამოიყენა ვებ-გვერდები, რომ მცირედი ცნობადობა უფრო დიდი მიზნებისთვის გამოეყენებინათ და მომხმარებელთა ჩართულობა გაეზარდათ. სხვადასხვა ტიპის კონტენტი გეხმარებათ რომ საძიებო სისტემებიდან ადვილად მოგაგნონ.

ბრენდის მშენებლობა

ვებ-გვერდი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია თქვენივე მუსიკალური ბრენდის შესაქმნელად. სწორად შერჩეული დიზაინის ელემენტებითა და შემოქმედებითი ვიზუალებით, თქვენი ესთეტიკისა და სტილის გადმოცემას უფრო ადვილად შეძლებთ. ამას კი შემთხვევითი მსმენელის აქტიურ გულშემატკივრად გადაქცევა შეუძლია, რომელიც საკუთრ თავს თქვენს მუსიკასთან ასოცირებს.

ისეთი ელემენტები, როგორიცაა ფონტები, ფერი და განლაგება, თქვენი ვებ-გვერდის  გამოცდილებას შესაბამის ფორმას აძლევს. მერჩის დიზაინზე და პროდუქტების ფოტოებზეც უფრო მეტი კონტროლის შესაძლებლობა გაქვთ, ვიდრე ეს სოციალური მედიის თუ სტრიმინგ პლატფორმებზეა შესაძლებელი.

პირდაპირი ჩართულობა

განკუთვნილ ვებ-გვერდს, შესაძლებლობა აქვს რომ თქვენს ფანებთან უფრო ახლო კომუნიკაცია გქონდეთ, ყველანაირი შუამავლების გარეშე.  თქვენ გექნებათ თქვენი მეილ ბაზა და ფანების მონაცემები, ვიდრე ამას სხვა პლატფორმა შეგიგროვებთ. გულშემატკივრებს შეუძლიათ დააკომენტარონ თქვენი საიტის კონტენტზე, გამოიწერონ მეილ განახლებები და მიიღონ ინფორმაცია ახლ მუსიკაზე, კონცერტებზე და  სხვა სიახლეებზე. იმისთვის რათა ეს ურთიერთკავშირი უფრო აქტიური გახადოთ, შეგიძლიათ ვებ-გვერდზე ექსკლუზიური შეთავაზებები და კონტენტიც განათავსოთ.

აქვე შეგირჩიეთ რამდენიმე საინტერესო პლატფორმა, რაც თქვენი საიტის შექმნაში დაგეხმარებათ, რომლებიც მობილურ ვერსიებთან ადაპტირებადი და SEO ოპტიმიზაციის ფუნქციით არიან აღჭურვილნი.



უპირატესობები

·        ინტუიციური ვებ-გვერდის შექმნის პლატფორმა დამწყებებისა და პროფესიონალებისთვის

·        უკვე შექმნილი თემფლეითების ბაზა სხვადასხვა მუსიკალური ჟანრისთვის

·        ფუნქციები, რომლებიც უმეტეს მუსიკოსს ჭირდება

·        დახმარების შესაძლებლობა 24/7

მინუსები

·        შედარებით ძვირი, ვიდრე სხვა მსგავსი პროდუქტები

·        რამდენიმე ფუნქციის გამოყენება უფრო მეტ და დიდ ცოდნას მოითხოვს

Wix 



უპირატესობები

·        Drag-and-drop ფუნქცია საიტის მოხმარებას უფრო ადვილს ხდის

·        საკმაოდ მრავალფეროვანი, მუსიკოსებზე მორგებული დიზაინების ბიბლიოთეკა

·        ინტეგრაციული ინსტრუმენტები Wix Music და Wix Music Analytics, რომელიც მუსიკოსების და მსმენელი გამოცდილებას უფრო საინტერესოს ხდის


მინუსები

·        ფუნქციების მრავალმხრივობა შეიძლება დამაბნეველი იყოს დამწყები მომხმარებლებისთვის

·        პრემიუმ პაკეტები სხვა პლატფორმებთან შეარებით შეიძლება უფრო ძვირი იყოს



უპირატესობები

·        დიზაინები პლატფორმის ნიშურობიდან გამომდინარე მუსიკოსებზეა მორგებული

·        არ არის გაყიდვებზე კომისიები, შესაბამისად მუსიკოსები 100%-იან შემოსავალს იღებენ

·        ინტეგრაციული მარკეტინგული ინსტრუმენტები, რომლებიც ყველა მუსიკოსს ჭირდება

·        დახმარების ჯგუფი, რომლებსაც მუსიკოსების საჭიროებებზე შესაბამისი ცოდნა გააჩნიათ

მინუსები

·        ზოგიერთი დიზაინის თემფლეითის გამოყენება შეიძლება უფრო შეზღუდული იყოს, ვიდრე ეს სხვა პლატფორმებზე ხდება




უპირატესობები

·        დიზაინის მხრივ ბევრად მოხერხებული და ლავირებადია, ვიდრე სხვა პლატფორმები

·        ელ-კომერციის ნაწილში არტისტების საჭიროებებზეა მორგებული

·        ინტეგრირებული ინსტრუმენტები ფანების ჩართულობის გაზრდისთვის

·        მუსიკალური ინდუსტრიაზე მორგებული დახმარების რესურსები


მინუსები:

·        ზოგიერთ მომხმარებელს შეიძლება დიდი ხანია დაჭირდეს საიტზის ფუნქციებში გარკვევისთვის


უპირატესობები

·        დიზაინის მხრივ სრული თავისუფლებაა, no-code ფუნქციით

·        მორგებადი დიზაინები ვებ-გვერდს ყველა მოწყობილობაზე სრულფასოვნად აჩვენებენ

·        მოწინავე CMS-ის ფუნქცია მორგებულია სხვადასხვა კონტენტის საჭიროებებზე


მინუსები

·        განკუთვნილია უფრო მცოდნე მომხმარებლებზე

·        პრემიუმ ფუნქციებით სარგებლობისთვის, შედარებით მაღალი ფასის გადახდა მოგიწევთ



უპირატესობები


·    ბლოგის ტიპის და ელ-კომერციის გვერდის შესაქმნელად ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი

·        პლაგინებისა და თემების დიდი არჩევანი

·        ინტეგრირებული SEO და მარკეტინგული ინსტრუმენტები

მინუსები:

·        მისი პლატფორმის ღიაობა გულისხმობს რომ მოხმარებლებმა უნდა მართონ განახლებები და უსაფრთხოება უფრო აქტიურად

·        ზოგიერთი პრემიუმ თემა და პლაგინი შეიძლება საკმაოდ ძვირი იყოს



უპირატესობები

·        შექმნილია მუსიკალური ინდუსტრიის საჭიროებების გათვალისწინებით

·        მუსიკოსები მხოლოდ გაყიდვებიდან საკომისიოს იხდიან, რაც ნიშნავს, რომ უმეტეს შემოსავალს სათავისოდ იტოვებენ.

·        არტისტებს უამრავი ფუნქცია აქვთ, რათა საკუთარი ბრენდის მონეტიზება შეძლონ


მინუსები

·        პლატფორმა უფრო ახლოს გაცნობას ითხოვს, მათ შორის საფასურის მოდელებზე

 

 

 

 

632 views0 comments

Comentarios


bottom of page