მუსიკალური ინდუსტრიის შვედური ტექნოლოგიური გიგანტი Spotify საქართველოში ოფიციალურად 2021 წელს შემოვიდა. ეს კი იმას ნიშნავდა რომ მელომანებს ლეგალურად ხელმისაწვდომი მუსიკა მაღალი ხარისხით მიეწოდებათ, მუსიკოსებს კი საკუთარი შემოქმედების გაზიარება უკეთესი გამოცდილებით შეეძლებათ.
Spotify-ის ინდივიდუალური პრემიუმ პაკეტის ღირებულება 5$ იყო, რაც ამერიკული ვერსიისგან ორჯერ მცირეა. რა თქმა უნდა პლატფორმის მოხმარება ყველას სრულიად უფასოდაც შეუძლია, მაგრამ ასეთი არჩევანი უამრავ შეზღუდვასაც ითვალისწინებს, მათ შორის გამუდმებული სარეკლამო ჭრებია, რომელიც დამეთანხმებით მუსიკალური ადამიანისთვის მეტად პრობლემური საკითხია.
თუმცა აღნიშნული ინდივიდუალური პაკეტისა, Spotify უმეტეს ქვეყნებში საკუთარ მომხამრებლებს სხვა ფორმატის გამოწერის სერვისსაც სთავაზობს, მათ შორის, „წყვილის“ „ოჯახის“ და „სტუდენტური“ პაკეტები, რომლებიც საქართველოშიც ხელმისაწვდომი სულ რამდენიმე დღის წინ გახდა.
„ოჯახის“ პაკეტი 6 განსხვავებულ, განცალკევებულ ანგარიშს აერთაინებს, რომლის მფლობელი ადამიანებიც სპოტიფაის თანხმად „ერთ ჭერქვეშ უნდა ცხოვრობდნენ“, თუმცა დამტკიცებული ფაქტია, რომ ამის შემოწმებას თქვენთან არავინ აპირებს (შესაბამისად, თავისუფლად შეგიძლიათ მეგობრებთან ერთად გამოიყენოთ). აღნიშნული პაკეტი მოიცავს ე.წ. Family Mix-ს, ფლეილისტს, რომელიც საკუთარ თავში პაკეტში შემავალი ადამაიანების გემოვნებას აჯამებს და ასევე ბავშვებისთვის განკუთვნილ ცალკე აპლიკაციას, რომელიც ადრეულ მოზარდებს მუსიკას ახლებულად შეაყვარებს. - აღნიშნული პაკეტი საქართველოში სულ რაღაც 8 დოლარად არის ხელმისაწვდომი (რაც ამჟამინდელი კურსით ერთ ადამიანზე 4₾-ს შეადგენს).
იგივე შესაძლებლობების მქონე, „წყვილის“ პაკეტი, 2 განცალკევებულ ანგარიშს 6,5$-ად აერთიანებს, რაც ერთ ადამიანზე 8₾ გამოდის (ცალკ-ცალკე ყიდვის შემთხვევაში კი თითქმის 3 ძვირი დაგიჯდებოდათ).
რა თქმა უნდა ყველაზე პოპულარული მუსიკალური აპლიკაცია, ინდივიდუალურ პაკეტებზე სტუდენტებსაც განსაკუთრებულ ფასდაკლებას სთავაზობს და მისი ფასი თვეში 2,5$ იქნება, რაც დაახლოებით 6₾-ს შეადგენს. ამისთვის დაინტერესებულმა პირები უნდა წარმოადგენდნენ საქართველოში ოფიციალურად აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებს და გაიარონ ვერიფიკაციის პროცესი - რამდენიმე დღის შემდეგ კი მეილზე მოგივათ ოფიციალური დასტური, რითაც შეგეძლებათ დაასრულოთ რეგისტრაციის პროცესი.
ზემოთ აღნიშნული პაკეტების გააქტიურება კი შემდეგნაირად ხდება - ადამიანი რომელიც შექმნის „ოჯახის“, ან ‘წყვილის“ პაკეტს, თავისთავად მისი მმართველი ხდება ანუ მთავარი ანგარიში, რომელიც დარჩენილ ანგარიშებს ელექტრონული ფოსტის მოწვევით ამატებს და სწორედ ის იხდის პაკეტის სრულ თანხას.
ფაქტია რომ Spotify-ს ქართველ გამომწერთა რაოდენობა კიდევ უფრო იზრდება და აღნიშნული პაკეტების დამატება ლეგალური მუსიკის მომხმარებელთა რაოდენობას კიდევ უფრო გაზრდის ჩვენს ქვეყანაში, რაც თავისთავად ქართველ მუსიკოსთა კეთილდღეობაზე და მთლიანი ეკოსისტემის სიჯანსაღეზეც აუცილებლად იმოქმედებს.
Comments