top of page
Corporate Photo_edited.jpg

მირიან კულულაშვილი

მირიან კულულაშვილი ერთ-ერთი პირველი ე.წ. Entertainment Law-ს იურისტია, რომელსაც ზურგს საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვის სფეროში 13 წელზე მეტი მუშაობის სტაჟი უმაგრებს. მას აქვს მაგისტრის ხარისხი როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე ნიდერლანდების ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის, Radbaoud University-ის.

 

ცნობილი ქართული რექორდს ლეიბლი „ბრავო რექორდსის“ დაფუძნებიდანვე მირიანი მის იურიდიულ სამსახურს 4 წელი ხელმძღვანელობდა. ასევე წლების განმავლობაში იგი იყო ქალაქ თბილისის მერიის კულტურის სამსახურის იურისტი და კონსულტანტი საავტორო უფლებების დარგში.

 

გარდა საავტორო უფლებების სფეროში მოღვაწეობისა, მირიან კულულაშვილი პარალელურად წარმატებით საქმიანობდა არტისტ და ივენთ მენეჯმენტის სფეროში. იგი იყო ქართული როკ ჯგუფის The Mins და თრიფ ჰოპ დუოს Shraves მენეჯერი. ივენთ მენეჯმენტის განხრით, მას არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებაში მიუძღვის წვლილი, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო. მირიანი გახლდათ 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის ფროდაქშენის დირექტორის ერთადერთი ქართველი დამხმარე. წლები მუშაობდა ყოველწლიური მსოფლიო რბენის Wings For Life World Run სცენის მენეჯერად.

 

დღესდღეობით იგი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე კვალიფიციურ საავტორო უფლებების იურისტს ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიაში. მას გამოქვეყნებული აქვს სტატიები საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვის შესახებ.

bottom of page